Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა თანხა გამოიმუშავა ინტერმა ჩემპიონთა ლიგაზე…

10-წლიანი პაუზის შემდეგ, ინტერმა შახტარის დამარცხებით ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, რაც სპორტულთან ერთად გუნდისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, ნერაძურიმ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გამო უკვე 60 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო თუ ბოლო ტურში ბენეამატა მადრიდის რეალის დამარცხებას მოახერხებს, ამ თანხას კიდევ 2.8 მილიონი დაემატება და ბლანკოსის დამარცხების შემთხვევაში ინტერი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.