Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა თანხა გამოიმუშავეს სერია ა-ს გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზე

მიმდინარე სეზონში სერია ა-ს გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზე არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა ოთხივე გუნდმა ტურნირზე მონაწილეობის გამო საკმაოდ მსუყე თანხები მიიღეს.

Calcio E Finanza-ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი სარგებელი ტურინის იუვენტუსმა ნახა – 68.58 მილიონი ევრო. შემდეგ მას 45.67 მილიონით ლაციო მოყვება, ატალანტამ 40.11 მილიონი ევრო მიიღო, ინტერმა კი მხოლოდ 37.8 მილიონის გამომუშავება მოახერხა.