Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა თანხა დაზოგა იუვენტუსმა რონალდუს გუნდიდან გაშვებით…

რამდენიმე წლის წინ, კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება იყო და ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის წარმოუდგენელი ხელფასის – 31 მილიონი ევროს მიუხედავად, ბიანკონერი მისთვის განკუთვნილ თითოეულ თეთრს სიამოვნებით იხდიდა, რადგან კრიშტიანუ არა მხოლოდ დიდებული ფეხბურთელი, არამედ გამორჩეული ბრენდი გახლდათ.

თუმცა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ კრიშტიანუს ხელშეკრულება იუვენტუსთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, ტურინელებმა მისი გასხვისებით მსუყე თანხა დაზოგეს.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, ტრანსფერით მიღებული თანხისა და მისთვის  გადასახდელ ხელფასთან ერთად, რასაც TAX-ები ემატება, ტურინელებმა რონალდუს გასხვისებით 1 წელიწადში 88 მილიონი ევრო დაზოგეს.