Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა სანქციები ემუქრებათ ინტერს, მილანს და იუვენტუსს ?


ბოლო საათებში  Super League-ს შექმნის შესაძლებლობა კვლავ აქტუალური გახდა. (დეტალები იხილეთ აქ)

UEFA-მ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული ტურნირის შესაძლო პროექტი უკვე დაგმო და განაცხადა, რომ ევროპული ფეხბურთის უმაღლესი ორგანო, თავის პარტნიორებთან ერთად ამ ტურნირის შექმნას სპორტული და სასამართლო გზებით ბოლომდე შეებრძოლება.

იტალიური გუნდებიდან Super League-ში მონაწილეობას სავარაუდოდ ინტერი, მილანი და იუვენტუსი მიიღებენ და სამივე გუნდს, როგორც მათ ფეხბურთელებს სერიოზული სანქციები ემუქრებათ.

UEFA არც ამ გუნდებს და არც მათ შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთელებს არც ერთ ტურნირზე თამაშის საშუალებას არ მისცემს, FIFA კი ფეხბურთელებს თავიანთ ნაკრებებში თამაშს აუკრძალავს, ასევე დიდი ალბათობით Super League-ში მონაწილე გუნდებს შიდა ჩემპიონატებშიც აღარ დაუშვებენ.