Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რა შემთხვევაში გავა ინტერი მომდევნო ეტაპზე…

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ ჯგუფში მოხვდა. წინ კიდევ ერთი ტურია დარჩენილი და ოთხივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

გლადბახს 8 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, შახტარს და მადრიდის რეალს 7-7 ქულა აქვთ და მე-2 მე-3 პოზიციას იყოფენ, ინტერი კი 5 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

ნერაძური მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა მომდევნო ეტაპზე, თუ სან სიროზე შახტარის დამარცხებას მოახერხებს, რეალი და გლადბახი კი თავის შეხვედრაში ფრეს არ ითამაშებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში ინტერს და რეალს თანაბარი ქულათა რაოდენობა უგროვდებათ, თუმცა ესპანელებს ურთიერთშეხვედრების მხრივ საგრძნობი უპირატესობა აქვთ.

თუ ინტერი შახტარის დამარცხებას ვერ მოახერხებს, მაშინ ნერაძური არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას, არამედ ევროპა ლიგასაც დაემშვიდობება.