Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალის დანაკარგი, რაც მილანის შენაძენი გახდა…

ბოლო პერიოდში მილანმა სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადადგა და წარმატებული ინვესტიცია განახორციელა, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული უდაოდ ტეო ერნანდესის რეალიდან ტრანსფერი გახდა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მალდინის იმდენად სჯეროდა ფეხბურთელების შესაძლებლობების, რომ ის პირადად გაფრინდა იბიცაზე და მისი დარწმუნება მოახერხა, რომ მილანში ტრანსფერს დათანხმებოდა.

მილანმა მის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა 18 თვის შემდეგ ტეოს ფასი 75-80 მილიონი ევროა. მადრიდის რეალმა მაშინ ფსონი ფერლანდ მენდიზე გააკეთა, რომლის სანაცვლოდაც 48 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა მას მიმდინარე სეზონში 18 მატჩში არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია…

ტეომ კი ბოლო ორი გოლი პარმას და ლაციოს კარში დამატებით დროს გაიტანა და ერთი ქულსი მომტანი, მეორე კი გამარჯვების გოლი გამოდგა. ტეოს სახელი დღესდღეობით საუკეთესო მარცხენა მცველების გვერდით არის და 23 წლის ფეხბურთელი პროგრესირებას განაგრძობს და გაჩერებას არ აპირებს…