Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალის კიდევ ერთი ფეხბურთელი მილანის რადარზე…

ბოლო პერიოდში მილანსა და მადრიდის რეალს შორის არაერთი ტრანსფერი განხორციელდა და გუნდებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ესპანური მედიის ინფორმაციით კი როსონერი ბლანკოსის კიდევ ერთ ფეხბურთელს უმიზნებს.

DiarioGol-ის ინფორმაციით, მარკო ასენსიო სათამაშო დროის ნაკლებობის გამო სამეფო კლუბში უკმაყოფილოა, რეალში კილიან მბაპეს მისვლის შემთხვევაში კი, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მას რეალს ქტიურად უკავშირებენ, ასენსიოს როლი გუნდში კიდევ უფრო შემცირდება.

ყველაფერს ისიც ემატება, რომ ასენსიოს კონტრაქტი რეალთან სეზონის ბოლოს იწურება და DiarioGol-ის მტკიცებით, 25 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით რეალს ზაფხულშ დატოვებს, მისი გაფორმების ერთ-ერთი მსურველი კი მილანი იქნება.

მილანის გარდა, მარჯვენა ვინგერის სახელი იუვენტუსსაც დაუკავშირეს, თუმცა ბიანკონერი ფინანსების მიმართვას ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე გეგმავს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალის მიერ მოთხოვნილი 30-35 მილიონის გადახდა მოისურვოს.