Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი ბასტონის გაფორმებას გეგამვს

მადრიდის რეალი ზაფხულში დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერებას გეგმავს და ესპანური მედიის ინფორმაციით, ბლანკოსმა კარლო ანჩელოტის მოთხოვნით პრიორიტეტული სამიზნე უკვე შეარჩია.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, მადრიდელები ნერაძურის იტალიელი მცველის ალესანდრო ბასტონის დამატებას გეგმავენ

22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ნერაძურიმ ატალანტადან 31.1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, სიმონე ინძაგის გუნდის მნიშნელოვანი წევრია და რეალს მისი ტრანსფერი მინიმუმ 75-80 მილიონი ევრო დაუჯდება.