Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი და პსჟ ზაფხულში ბენასერის გაფორმებას გეგმავენ

რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ალჟირულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ ზაფხულში ისმაელ ბენასერის გაფორმებას შეეცდებოდა, რაც შემდგომში Calciomercato-მაც დაადასტურა და ისიც დაამატა, რომ ფრანგებს ტრანსფერში ლეანდრო პარედესის ჩართვა და ბენასერის სატრანსფერო ღირებულების შემცირება სურთ.

კიდევ ერთმა ალჟირულმა გამოცემა Competition-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ-ს გარდა ბენასერის ტრანსფერზე მუშაობას მადრიდის რეალიც გეგმავს და ესპანელები მზად არიან, მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ…

ბენასერის კონტრაქტი მილანთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა მის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც მომავალ ზაფხულში ამოქმედდება და ნებისმიერ მსურველს მისი გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ შეეძლება…