Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი დიასის დაბრუნებას სეზონის ბოლოს გეგმავს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალი მილანში იჯარით მოთამაშე ბრაჰიმ დიასის დაბრუნებას მიმდინარე სეზონის ბოლოს გეგმავს.

დიასი მილანს 2-წლიანი იჯარით სეზონის სტარტზე შეუერთდა და როსონერის არენდის ამოწურვის შემდეგ მისი გამოსყიდვა 22 მილიონად შეუძლია, თუმცა კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით, ბლანკოსს ესპანელი ფეხბურთელის დაბრუნება 28 მილიონ ევროდ შეუძლია.

გამოცემა Sport.es-ის ინფორამციით, მადრიდის რეალი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ დიასის ვადაზე ადრე დაბრუნებას გეგმავს და ის ისკოს შემცვლელი იქნება, რომელსაც ესპანურ გრანდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.