Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი დიასს მილანში კიდევ ერთი სეზონით დატოვებს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბრაჰიმ დიასმა იჯარის წესით მილანში შესაძლოა კიდევ ერთი სეზონი გაატაროს.

21 წლის ესპანელი ფეხბურთელი მილანს სეზონის სტარტზე შეუერთდა და 35 მატჩში 5 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მილანს კონტრაქტის მიხედვით ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ აქვს, თუმცა PianetaMilan-ის ინფორმაციით, რეალი იმ ფაქტით, რომ დიასს ბევრი სათამაშო დრო ეძლევა კმაყოფილია და მის მილანში დატოვებას, რაც ფეხბურთელს განვითარების საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი სეზონით გეგმავს.