Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რეალი მზად არის იოვიჩი გაუშვას, თუმცა…

მადრიდის რეალი მზად არის, მილანის სატრანსფერო სამიზნე, ლუკა იოვიჩი იანვარში გუნდიდან გაუშვას, თუმცა ესპანური გამოცემა AS-ს ინფორმაციით, როსონერი ამ ეტაპზე მის ტრანსფერში ორ კლუბს ჩამორჩება.

გამოცემის ინფორმაციით, რეალი ფეხბურთელს იჯარის წესით გაუშვებს, თუმცა იმის გამო, რომ მილანში ცენტრ-ფორვარდის პოზიცია უდაოდ იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნის, რეალს კი იოვიჩის ისეთ გუნდში გაშვება სურს, სადაც მას ბევრი სათამაშო დრო ექნება, მისი როსონერიში ხილვა ჯერჯერობით ნაკლებად მოსალოდნელია.

ამ ეტაპზე იოვიჩის გაფორმების მთავარი კანდიდატები ინგლისური ვულვზი და ფეხბურთელის ყოფილი გუნდი, აინტრახტი ფრანკფურტია.