Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი მზად არის, იოვიჩი მილანში გაუშვას, თუმცა…

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი ახლოვდება და ამა თუ იმ გუნდს სხვადასხვა ფეხბურთელს უკასირებენ.

ბოლო პერიოდში არაერთმა გავლენიანმა წყარომ დაადასტურა, რომ მილანი მადრიდის რეალის ფეხბურთელის, ლუკა იოვიჩის გაფორმებას შეეცდება.

SportMediaset-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი 22 წლის სერბი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მათ მილანის შეთავაზებული ფორმულა არ მოსწონთ.

მილანმა მადრიდელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა შესთავაზა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ბლანკოსს კი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურს და მის გაყიდვას 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს, სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ გაიფორმა რეალმა იოვიჩი 2019 წელს.

მილანი იოვიჩის გაფორმების იმედს არ კარგავს, თუმცა პარალელურად ორ ვარიანტზე მუშაობს. პირველი 21-წლამდელთა იტალიის ნაკრების და ჯენოას ფორვარდი ჯანლუკა სკამაკაა, მეორე კი 18 წლის ტულუზას ფორვარდი, იანის ანტისტე გახლავთ.

ასევე არ შეიძლება ლიონის შემტევის, მემფის დეპაის დავიწყება, თუმცა სხვადასხვა გავლენიანი წყაროს მტკიცებით ფეხბურთელი ბარსელონაში ტრანსფერთან არის ახლოს.