Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი მილანის ცენტრალური მცველით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის ცენტრალური მცველის ფიკაიო ტომორის დამატებას შეეცდება.

ტომორი მილანს გასული სეზონის მსვლელობისას იჯარის წესით შეუერთდა და იმ დღიდან მოყოლებული ის გუნდის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი წევრი გახდა. როსონერიმ ტომორი გასულ ზაფხულს 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა, თუმცა ტომორის სატრანსფერო ღირებულება უკვე დაახლოებით 50 მილიონი ევროა.

Il Giorno-ს ინფორმაციით, ესპანურმა გრანდმა მილანს ფიკაიო ტომორის თაობაზე ინფორმაცია სთხოვა, მაგრამ წყაროს ცნობით ფიკაიო ტომორი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომელსაც როსონერი არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის…