Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი რომანიოლის ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური წყაროების ინფორამციით, მადრიდის რეალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის კაპიტნის ალესიო რომანიოლის გაფორმებას შეეცდება.

ბოლო პერიოდში იტალიური წყაროების ცნობით რომანიოლის კონტრაქტზე მილანსა და ფეხბურთელის აგენტს შორის პოზიტიური შეხვედრები გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება კიდევ არ არსებობს და რეალს იმედი აქვს, რომ რომანიოლის მაღალი ხელფასით დაითანხმებს და მას უფასოდ დაიმატებს.

Diario Gol-ის ცნობით, მადრიდის რეალი მზად არის ალესიოს, თუ ის გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, 6.5 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც მილანის მიერ ახალი ხელშეკრულების საანცვლოდ შეთავაზებულ თანხაზე თითქმის 2-ჯერ მეტია და საბოლოო არჩევანის გაკეთება თავად 26 წლის იტალიელ ფეხბურთელს მოუწევს.