Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალმა ალეგრისთან კონტრაქტი შეათანხმა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალმა მაქს ალეგრისთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც იტალიელი სპეციალისტი სეზონში ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს და ახლა მხარეები ზიდანის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

იუვენტუსი კი, რომელსაც ალეგრის ინტენსიურად უკავშირებდნენ, ზიდანის დარწმუნებას ცდილობს, რომელიც არჩევანს ტურინულ გრანდსა და საფრანგეთის ნაკრებს შორის გააკეთებს.

ესპანური მედიის ცნობით, ზიდანმა გუნდის რეალის ფეხბურთელებს უკვე აცნობა, რომ ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და ეს ინფორამცია ოფიციალური ლა ლიგის საფინალო ტურის შემდეგ გახდება.