Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალმა ბრაჰიმ დიასის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ბრაჰიმ დიასის იჯარა მილანში 30 ივნისს იწურება და როსონერი უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ ესპანელი ფეხბურთელი მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით შეინარჩუნოს.

დიასი მილანს სეზონის ბოლოს შეუერთდა და იმის მიუხედავად, რომ მან სტაბილურად თამაში ვერ მოახერხა, სადებიუტო სეზონის გათვალისწინებით ბრაჰიმმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და როსონერის ფეხბურთელის იჯარის გახანგრძლივება სურდა.

თუმცა, ესპანური გამოცემა El Chiringuito-ს ინფორამციით, მადრიდის რეალმა დიასის დაბრუნება გადაწყვიტა და ახალგაზრდა გამთამაშებელი ბლანკოსს სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.