Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალმა ლაუტაროსთვის თანხა გაამზადა…

ინტერში არსებული ფინანსური კრიზისი გუნდს აიძულებს, რომ ზაფხულში მინიმუმ ერთი ვარსკვლავი გაყიდოს და იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ეს ლაუტარო მარტინესი იქნება.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა და ის ნერაძურის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა, მაგრამ Tuttosport-ის ცნობით, ლაუტარო გუნდის ფინანსურ კრიზისს შეეწირება.

წყაროს ინფორამციით, რეალმა ინტერს 90 მილიონი ევრო შესთავაზა, საიდანაც 30 მილიონი ჰაკიმის ტრანსფერით გამოიქვითება, ლაუტაროს კი ბლანკოსი სეზონში ხელფასის სახით 9 მილიონს სთავაზობს, 2-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე ინტერის მიერ ახალ კონტრაქტში მითითებული თანხაა…