Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალმა მილანის სამიზნის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა შეამცირა…

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის რეალის ესპანელი ფეხბურთელი ისკო ბლანკოსის რიგებს დიდი ალბათობით დატოვებს და მისი ტრანსფერით მილანი ინტერესდება.

29 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გუნდიდან წასვლაზე უკვე დიდი ხანია იწერება, სიტუაცია ვერც კარლო ანჩელოტის დაბრუნებამ შეცვალა.

ესპანური გამოცემა AS-ს ინფორამციით, მადრიდის რეალმა ფეხბურთელის სანაცვლოდ აქამდე მოთხოვნილი 23-24 მილიონი ევრო 18 მილიონამდე შეამცირა, ამ თანხის გადახდა კი როსონერის არ უნდა გაუჭირდეს.

მთავარი პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასი რჩება. ისკო რეალში სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მილანს მისი დარწმუნება მოუწევს, რომ ფეხბურთელმა ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს.