Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალმა მილანს და ფიორენტინას იოვიჩის ფასი შეუთვალა

ბოლო დღეებში იტალიურ და ესპანურ მედიაში მადრიდის რეალის ფორვარდი ლუკა იოვიჩი მილანსა და ფიორენტინას არაერთხელ დაუკავშირეს და ესპანური წყაროების ცნობით, ბლანკოსმა დაინტერესებულ მხარეებს ფორვარდის ფასი შეუთვალა.

იოვიჩი რეალში სათამაშო დროს ფაქტობრივად არ იღებს და ის დიდი ალბათობით გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

მილანს და ფიორენტინას სერბი ფორვარდის იჯარით აყვანა სურთ, მისი შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობით, თუმცა AS-ს ცნობით, მადრიდის რეალს მისი გაყიდვა ახლავე სურს და ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, 3-ჯერ ნაკლებს, ვიდრე მის სანაცვლოდ 2019 წელს გადაიხადა.