Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალმა მილანს დიასის ფასი შეუთვალა

მადრიდის რეალი და მილანი ბრაჰიმ დიასის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და Goal.com-ის ინფორმაციით, ბლანკოსმა ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელს კონკრეტული ფასიც დაადო.

მილანს 21 წლის ფეხბურთელის იჯარის გახანგრძლივება სურს, თუმცა ამჯერად მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადება უნდა. წყაროს ცნობით, რეალი მზად არის დათმობაზე წავიდეს და გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 30 მილიონი ევრო მიუთითოს.