Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რეალმა მილანს დიასის ფასი შეუთვალა

მილანმა და მადრიდის რეალმა ბრაჰიმ დიასის მილანში საბოლოო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს.

21 წლის ფეხბურთელი ბლანკოსიდან მილანს იჯარის წესით შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ როსონერის მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს, მხარეებს შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სეზონის მიმდინარეობის დროს ფეხბურთელის მილანში ტრანსფერს განიხილავდნენ.

რიკი მასარამ ერთ-ერთ ინტევრიუში განაცხადა:“ დიასი ძალიან კარგად თამაშობს და ჩვენ ბედნიერები ვართ. ვიცით, რომ მას გუნდისთვის ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია და მადრიდის რეალთან მოლაპარაკებებს აუცილებლად გავმართავთ.“

PianetaMilan-ის ინფორმაციით, მილანში დარჩენის წინააღმდეგი არც თავად ესპანელი ფეხბურთელია და წყაროს მტკიცებით, მილანმა ესპანელებთან მოლაპარაკებების აჩქარება გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლანკოსმა მილანს დიასის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მოთხოვა, რაც დღევანდელი ფასების გათვალისწინებით არც თუ ისე ბევრია და თუ ჰაკან ჩალჰანოღლუ გუნდს დატოვებს, დიასის მილანში დარჩენის შანსი უფრო გაიზრდება.