Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალმა მილანს ისკოს ფასი შეუთვალა

მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებას განაგრძობს და დუშან ტადიჩის მხრიდან მიღებული უარის შემდეგ, როსონერი მადრიდის რეალის ნახევარმცველის შემტევი ნახევარმცველის ისკოს ტრანსფერზე გადაერთო და ბრაჰიმ დიასის დაბრუნების შემდეგ, მალდინი-მასარას დუეტი 29 წლის ესპანელის გაფორმებაზე იმუშავებენ.

MilanNews-ის ინფორამციით, მადრიდის რეალმა ისკო ტრანსფერზე დააყენა და მზად არის ფეხბურთელი 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს, რაც მისი გამოცდილების და კლასის გათვალისწინებით მილანისთვის საკმაოდ კარგი ვარიანტია.

მილანს ჯერჯერობით ისკოსთან კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ დაუწყია, მაგრამ წყაროს ცნობით ის ჩალჰანოღლუს პოტენციური შემცვლელების სიაში მოწინავე პოზიციაზეა და როსონერის დირექტორები მის კანდიდატურას აუცილებლად განიხილავენ.