Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალს დიასის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადება არ სურს

მილანი და მადრიდის რეალი ბრაჰიმ დიასის იჯარაზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და ბლანკოსი მზად არის, რომ ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი იჯარის წესით მომდევნო სეზონშიც როსონერის რიგებში დატოვოს.

თუმცა, ესპანური გამოცემა Diario AS-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალს ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადება არ სურს, რომელსაც თავის მხრივ მილანი ითხოვს.

წყაროს ცნობით, მილანში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია, მაგრამ ის მომავალში რეალის რიგებში თამაშზე ოცნებობს და იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან ბლანკოსის მაისურით თამაშის საშუალება ექნება.