Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალს ინტერთან ბენზემა დააკლდება

ინტერს წინ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება და დიდი ალბათობით ბლანკოსს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კარიმ ბენზემა დააკლდება.

ბენზემას მოედნის დატოვება გუშინდელ მატჩში ტრავმსი გამო მე-17 წუთზე მოუწია და როგორც შემდგომში გაირკვა, მას მუხლქვეშა მყესის პრობლემა აქვს. ესპანური მედიის ინფორამციით, ის დიდი ალბათობით ინტერთან და ატლეტიკოსთან მატჩებს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ინტერი მადრიდის რეალს სამშაბათს ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფის პირველ ადგილს მოიპოვებს.