Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალს რონალდუს უფასოდ გაფორმება სურს

კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები აქტუალურობას არც კალიარის კარში გატანილი 3 გოლის შემდეგ არ კარგავს და არაერთი წყარო მის რეალში დაბრუნებას ვარაუდობს.

ესპანური გამოცემა AS-ს მტკიცებით, მადრიდის რეალი კრიშტიანუს უფასოდ დაბრუნებას გეგმავს და არ არის გამორიცხული, რომ ამის წინააღმდეგი არც იუვენტუსი იყოს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის შენახვა იუვენტუსს წელიწადში დაახლოებით 61 მილიონი ევრო უჯდება, რაც ეკონომიკური კრიზისის გამო გუნდს მძიმე ტვირთად აწევს.

წყაროს ინფორმაციით, თუ რონალდუს რეალში დაბრუნება სურს, მას ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.

გათიშვა