Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალ ბეტისი იუვეს წინადადებას უმზადებს

ესპანური მედიის ინფორმაციით, რეალ ბეტისი იუვენტუსის ცენტრალური მცველის დანიელე რუგანის ტრანსფერით ინტერესდება და უახლოეს დღეებში ბიანკონერის წინადადებით მიმართავს.

რუგანიმ გასული სეზონი რენის და კალიარის რიგებში იჯარის წესით გაატარა და იუვენტუსში დაბრუნდა, მაგრამ ის მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს სავარაუდოდ საბოლოოდ დატოვებს.

გამოცემა Todofichajes-ის მტკიცებით, ესპანელები მზად არიან რუგანის სანაცვლოდ იუვეს მოთხოვნილი 5 მილიონი გადაუხადონ, თუმცა მათ პირველ რიგში ფეხბურთელის დარწმუნება მოუწევთ, რომელსაც იტალიაში დარჩენა ურჩევნია…