რებიჩის საშინელი სტატისტიკა მილანში…
მილანი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ემზადება, თუმცა სტეფანო პიოლის და მის გუნდს ამჯერადაც ხორვატი ფორვარდის ანტე რებიჩის გარეშე მოუწევს თამაში, რომელიც კვლავ ტრავმირებულია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
Il Giornale-ს ინფორმაციით, რებიჩმა, რომელიც იტალიური გრანდის რიგებს 2020 წელს, 6.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მილანში ტრანსფერის შემდეგ შესაძლო 148 მატჩიდან ტრავმების გამო მან 46 შეხვედრა გამოტოვა, რაც 31 პროცენტი გახლავთ.
წყაროს ცნობით, რებიჩი, რომელსაც ზურგის ტკივილი აწუხებს, გუნდს მინიმუმ მომდევნო 2 მატჩის განმავლობაში ვერ დაეხმარება…