Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რებიჩი:“ იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ გოლს გავიტან“

ანტე რებიჩმა, რომელიც მილანის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდა, გუნდის ოფიციალურ არხთან მიცემულ ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ხორვატი ფეხბურთელი მილანში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მომავალი სეზონიდან 12-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მილანთან გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმე. გუნდმა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომცა და ყველას დავუმტკიცე, რომ როსონერის მაისურის ტარებას ვიმსახურებ.

„როდესაც მე მილანში მოვედი, თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი მოვალეობა გოლის გატანა არ იყო და გუნდს სხვა ასპექტებში დავეხმარებოდი, თუმცა შემდეგ 12 გოლის გატანა მოვახერხე და იმედი მაქვს, რომ ამ შედეგს მომავალ სეზონში გავაუმჯობესებ.

„რატომ ნომერი 12? უბრალოდ ამ ნომრის აღება გასულ სეზონში მსურდა, თუმცა დაკავებული იყო. ახლა კი ის გათავისუფლდა და მეც ნომრის შეცვლა გადავწყვიტე.

„ვიქნები თუ არა გუნდის ლიდერი? ჩვენ 2 ლიდერი გვყავს, მოედანზე იბრაჰიმოვიჩი, სათადარიგო სკამზე კი პიოლი, ამიტომ გუნდს ჯერჯერობით ამ მხრივ პრობლემა არ აქვს. იბრა უდიდესი ფეხბურთელია, რომელიც გუნდს დიდ დახმარებას უწევს, თუმცა მე ჩემს გასაკეთებელზე ვარ კონცენტრირებული და იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში უკეთ ვითამაშებ.

„სეზონს 21 სექტემბერს, ბოლონიას წინააღმდეგ ვიწყებთ და გვსურს, რომ პირველივე მატჩში 3 ქულა მოვიპოვოთ. გუნდის წარმატება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. თუ გავიტან, კარგი იქნება, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.