Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რებიჩი კვლავ ტრავმირებულია…

იტალიური მედიის ინფორამციით, დღევანდელი სავარჯიშო სესიის დროს მილანის შემტევს ანტე რებიჩს გარკვეული პრობლემები შეექმნა, რის გამოც ხვალინდელ მატჩში ფიორენტინას წინააღმდეგ კვლავ რაფაელ ლეაოს მოუწევს თამაში.

იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ხორვატი ფეხბურთელი, რომელმაც კოჭის ტრავმა ახლახანს მოიშუშა, ხვალიდნელ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებდა, თუმცა MilanNews-ის ცნობით, ის ხვალ თამაშს ვერ მოახერხებს.

ჯერჯერობით რებიჩის დაზიანების სიმძიმე და მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი უცნობია.