Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რებიჩი:“ მარცხნივ თამაში მირჩევნია“

ანტე რებიჩმა სამპდორიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ყოველთვის გვჯერა და მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით.

„მე მარცხნივ თამაში მირჩევნია, თუმცა ზლატანის ტრავმის გამო გუნდს ჩემი ცენტრში თამაში სჭირდება და მე მზად ვარ მილანისთვის ყველაფერი გავაკეთო.

„ჩემთვის პირად კომფორტზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატება და 3 ქულის მოპოვებაა, გოლები კი დროთა განმავლობაში აუცილებლად მოვა.“