Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რებიჩი:“ მიკვირს, რომ ინგლისმა ნაკრებში ტომორი არ გამოიძახა“

ანტე რებიჩის თქმით, რომელიც ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე კვირას ინგლისს დაუპირისპირდება, მას არ ესმის, თუ რატომ არ გამოიძახეს ნაკრებში ფიკაიო ტომორი.

ტომორი, რომელმაც მილანის რიგებში სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა, ინგლისის გაფართოებულ განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.

„ძალიან გამაკვირვა ფაქტმა, რომ ინგლისის ნაკრებში ფიკაიო ტომორის ადგილი არ გამოიძებნა, რადგან ინგლისის მცველებს ერთნაირი მახასიათებლები აქვთ და ტომორი გუნდს უფრო მეტ არჩევანს შესძენდა.

„ფიკაიო ძალიან აგრესიული და სწრაფი ფეხბურთელია. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ და მან მითხრა, რომ ნაკრებში გამოძახებას არ ელოდებოდა, თუმცა მე მაინც გაკვირვებული დავრჩი.“