Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რებიჩი მილანურ დერბის გამოტოვებს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ანტე რებიჩს მილანური დერბი ტრავმის გამო გაუცდება, რომელმაც მას სპეციას წინააღმდეგ თამაშის უფლება არ მისცა.

წყაროს ინფორმაციით,  27 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის მუხლზე დაზიანება აქვს. ხორვატ ფეხბურთელს დეტალური გამოკვლევა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და საბოლოო პასუხიც, ითამაშებს თუ არა ის ინტერის წინააღმდეგ, ამის შემდეგ გაირკვევა…