Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რებიჩი 2021 წელს ვეღარ ითამაშებს

იტალიური წყაროების ინფორამციით, ანტე რებიჩი მიმდინარე წლის ბოლომდე მოედანზე დაბრუნებას ვეღარ მოახერხებს და ის პიოლის განკარგულებაში სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებში დაბრუნდება.

Corriere della Sera-ს ინფორამციით, რებიჩს ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს და ის განმეორებით შემოწმებას მომდევნო კვირის მსვლელობისას გაივლის, რის შემდეგაც ხორვატი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო გვეცოდინება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან წლის ბოლომდე თამაში მოახერხოს.

რებიჩმა მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტრავმების გამო 9 მატჩი უკვე გამოტოვა და რაფაელ ლეაოს როლი მისი არყოფნის პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება.