Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რებიჩი Derby Della Madonnina-სთვის მზად იქნება

ანტე რებიჩმა დღეს დილით გამოკვლევა ჩაუტარდა და საბედნიეროდ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ფეხბურთელი მილანური დერბისთვის, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება, მზად იქნება.

ხორვატი ფეხბურთელი კროტონესთან მატჩში დაშავდა და 57 წუთზე პიოლის მისი შეცვლა მოუწია. მას ხელზე მოტეხილობა არ დაუდასტურდა, თუმცა მომდევნო 2 მატჩის გამოტოვება მაინც მოუწევს.