რებიჩმა ბოდიში მოიხადა
მილანის ფორვარდმა იუვენტუსთან მიღებული წითელი ბარათის გამო ბოდიში მოიხადა.
რამდენიმე წამის შემდეგ,რაც დონარუმამ რონალდუს დარტყმული პენალტი მოიგერია,ხორვატმა ფეხბურთელმა დანილოს ‘კუნგ-ფუს’ ილეთი გაუკეთა და წითელი ბარათი მიიღო.
Tuttosport-ის მტკიცებით,აინტრახტიდან ნათხოვარმა ფეხბურთელმა გასახდელში თანაგუნდელებს და სტეფანო პიოლის ბოდიში მოუხადა და შეცდომა აღიარა.
გამოცემის მტკიცებით,პიოლი ფეხბურთელზე გაბრაზებული იყო და უკმაყოფილებას ვერ მალავდა.რებიჩმა რეაბილიტაცია 22 ივნისს,ლეჩეს წინააღმდეგ უნდა მოახდინოს.