Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეგიონის უარი ნოტინგჰემს, მას ლაციოში თამაში სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერხიო რეგილონმა ნოტინგჰემის წინადადება უარით გაისტუმრა, რადგან ესპანელ ფეხბურთელს კარიერის ლაციოში გაგრძელება უნდა.

ბიანკოჩელესტი, მაურიციო სარის მოთხოვნით, მარცხენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს და ემერსონ პალმიერის დაკარგვის შემდეგ, რომელიც ვესტ ჰემში გადაბარგდა, მათი პრიორიტეტი ტოტენჰემის უკანახაზელი გახდა.

Sportitalia-ს ცნობით, ტოტენჰემს რეგილონის გაყიდვა ახლავე სურს, ლაციოს კი მისი იჯარით აყვანა უნდა და არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელის სურვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს…