Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რეინა:“ლაციოს მაისურის ტარება დიდი პატივია“

პეპე რეინამ, რომელიც ლაციოს ფეხბურთელი უკვე ოფიციალურად გახდა, არწივებში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ლაციო იმიტომ ავირჩიე, რომ გუნდს შესანიშნავი პროექტი აქვს, მუდამ განვითარებაზე ფიქრობს და ტიტულების მოსაგებად იბრძვის. მსურს, რომ ჩემი გამოცდილებით გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

„ლაციოს ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია ერთად თამაშობენ და ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ, რაც წარმატების მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვსურს, რომ ყველა ფრონტზე ღირსეულად გამოვიდეთ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ლაციოს მაისურის ტარება დიდი პატივია და იმედი მაქვს, რომ გუნდთან ერთად ტიტულების მოგებას მოვახერხებ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.