Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რეინას დრო მილანში ამოიწურა?

პეპე რეინას მილანში დაბრუნება შესაძლოა ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდეს, რადგან მისი შეძენით ვალენსია ინტერესდება.

რეინა ბოლო 6 თვე ასტონ ვილას შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა, მილანში ერთი კვირის წინ დაბრუნდა, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით, ის გუნდიდან წასვლასთან ახლოს არის, ოღონ ამჯერად – საბოლოოდ.

ესპანელ კიპერს მილანთან კონტრაქტი მომავალ სეზონში ეწურება და დიდი ალბათობით, როსონერი მას წასვლის საშუალებას სრულიად უსასყიდლოდ მისცემს.

როსონერი მის შემცვლელს უკვე ეძებს და ყველაზე რეალური ვარიანტი ბორმუთიდან ასმირ ბეგოვიჩის დაბრუნებაა, რომელიც დონარუმას შემცვლელი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.