Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რეინა ლაციოში გადადის?

მილანის კარის დარაჯი შესაძლოა არა ვალენსიაში, არამედ ლაციოში გადავიდეს. ვეტერანი კიპერის ესპანეთში დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლო დღეებში ვალენსიას ინტერესმა მის მიმართ იკლო და ლაციალე მზად არის, საქმეში ჩაერთოს.

რეინამ, რომელიც მომავალ თვეში 38 წლის ხდება, გასული სეზონი ასტონ ვილაში გაატარა და მილანში დაბრუნდა, თუმცა ის პიოლის გეგმებში არ შედის და დიავოლო მზად არის, ფეხბურთელი სრულიად უფასოდ გაუშვას.

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, რეინამ ლაციოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ის სულ მალე ტომას სტრაკოშას შემცვლელი გახდება.

ლაციომ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და ვეტერანი კიპერის გამოცდილება ნამდვილად გამოადგებათ.

ნაპოლის და მილანის შემდეგ, ლაციო რეინასთვის მესამე იტალიური გუნდი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.