Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რეინა:“ ლაციო – ბრიუგე ჩვენთვის ფინალის ტოლფასია“

პეპე რეინამ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

ბიანკოჩელესტის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ქულის მოპოვებაც ეყოფათ.

„ეს ძალიან გამორჩეული მატჩი იქნება და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წინ ფინალი გველოდება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ და მწვრთნელის დავალებები ზედმიწევნით შევასრულოთ.

„ჩვენს მეტოქეებს ბურთის ფლობა და ბევრი მომენტის შექმნა უყვართ, რისი საშუალებაც ჩვენ არ უნდა მივცეთ.

„ლაციო არის გუნდი, რომელსაც სურს, რომ სეზონიდან სეზონამდე განვითარდეს და გუნდის საერთო დონე გააუმჯობესოს. ლაციოში ყველაზე მეტად გუნდის მენტალიტეტი მომწონს. თითოეული ფეხბურთელი მზად არის, რომ ბოლომდე იბრძოლოს და მენტალურად ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვართ მზად.

„აქ ერთი მეორეზე მეტი არ არის, აქ თითოეული ჩვენგანი თანასწორი ვართ და ერთ მიზანს ვემსახურებით.“

38 წლის კიპერი ლაციომ სტრაკოშას შემცვლელად შეიძინა, თუმცა რეინას მიმდინარე სეზონში უკვე 9 მატჩი დაუგროვდა.

„მე და ტომასს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ. მე მზად ვარ, რომ გუნდს დავეხმარო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. არც მე და არც სტრაკოშას სათადარიგო სკამზე ჯდომის პრობლემა არ გვაქვს, თუ ეს გუნდისთვის სასიკეთოდ იქნება. ტომასი დიდებული მეკარეა, რომელიც დაუღალავად ვარჯიშობს და ყოველთვის მზად არის, გუნდს დაეხმაროს.“