Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეინოლდსის ტრანსფერში კვლავ იუვენტუსი დაწინაურდა

ბოლო დღეებში ბრაიან რეინოლდსის მიმართ იუვენტუსის ინტერესმა იკლო და რომა გააქტიურდა. ჯალოროსიმ დალასს ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო შესთავაზა, ტუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებით მას იუვენტუსში სურს თამაში.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, იუვენტუსი რეინოლდსს იჯარის წესით აიყვანს, შემდგომში მისი 8 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით და ამერიკელ ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე დიდი ალბათობით ბენევენტოში გაანათხოვრებს.

ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა მიმდინარე სეზონში დალასის რიგებში 19 შეხვედრა ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.