Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეინოლდსი რომას და იუვენტუსს შორის

იტალიური მედიის ინფორმაციით, დალასმა რეინოლდსის იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, თუმცა რომა ჯერჯერობით იმედს არ კარგავს.

ჯალოროსიმ ამერიკულ გუნდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 7.5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით რეინოლდსის აგენტთან, რომელიც დიდ საკომისიოს ითხოვს, შეთანხმება ვერ მიაღწია.

Goal.com-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეინოლდსის ტრანსფერს იუვენტუსი ლიდერობს ტურინში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.

დიდი ალბათობით, იუვენტუსი ფეხბურთელს კალიარიში გაანათხოვრებს, რადგან არა-ევროპელი ფეხბურთელების ლიმიტი გუნდში ამოწურული აქვს, სეზონის ბოლოს კი მას დაიბრუნებს.