Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეინოლდსი რომას ზამთარში დატოვებს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, რომას ამერიკელი ფეხბურთელი ბრაიან რეინოლდსი ჯალოროსის რიგებს იჯარის წესით იანვარში დატოვებს.

რეინოლდსი რომას რიგებს მიმდიანრე სეზონის სტარტზე დალასიდან, 6.75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მან მოედანზე საერთო ჯამში მხოლოდ 91 წუთი გაატარა და აშკარაა, რომ ის ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 20 წლის მარჯვენა მცველის არენდით რომას ბრიუგემ და ჰალ სიტიმ უკვე მიმართეს და სავარაუდოდ რეინოლდსის მომდევნო გუნდი სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახდება.