Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რეინოლდსს იუვენტუსში უახლოეს დღეებში ელოდებიან

ერთდროულად რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ იუვენტუსმა დალასთან ბრაიან რეინოლდსის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა და ფეხბურთელის ოფიციალურ ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია.

19 წლის ამერიკელი ტურინს უახლოეს დღეებში ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ბენევენტოს შეუერთდება. ტურინელებს მარჯვენა მცველის გაფორმება დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაუჯდებათ.