Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსიმ და იუვენტუსმა გამოსავალი იპოვნეს ?

იუვენტუსი რემსისთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება, რადგან უელსელი ფეხბურთელი სანაცვლოდ 7 მილიონს ითხოვს, ტურინელებს კი ამ თანხის გადახდა არ სურთ.

იუვეს ზამთარში ნახევარდაცვის გაძლიერება უნდა, თუმცა ამისთვის პირველ რიგში ფეხბურთელების გაშვება მოუწევს და წამსვლელთა სიას სწორედ რემსი ლიდერობს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რემსი იუვენტუსს ზამთარში იჯარის წესით დატოვებს და ის პრემიერ ლიგაში გადაბარგდება, იუვენტუსს კი მისი ხელფასის გარკვეული ნაწილის გადახდა მაინც მოუწევს, თუმცა სანაცვლოდ გუნდში ადგილს გაანთავისუფლებს და ახალი ფეხბურთელის დამატებას შეძლებს…