Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსიმ იუვენტუსიდან წასვლა გადაიფიქრა…

2 უსახური სეზონის შემდეგ, იუვენტუსს აარონ რემსის გაყიდვა სურს და გუნდის დატოვების წინააღმდეგი არც თავად უელსელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ Sky Sport UK-ს ინფორმაციით, უელსელმა ფეხბურთელმა გუნდში მაქს ალეგრის მისვლის შემდეგ აზრი შეიცვალა.

რემსი, რომელმაც ტრავმების, კონკურენციის და ფორმის ნაკლებობის გამო უამრავი მატჩი გამოტოვა, ერთ სეზონში ხელფასის სახით დაახლოებით 7 მილიონ ევროს იღებს, რისი გადახდაც იუვეს არ სურს.

30 წლის უელსელი ფეხბურთელი ალეგრის გეგმებში არ შედის და ტურინელები მის ჩართვას რამდენიმე ტრანსფერში ცდილობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს პირველ რიგში რემსის დარწმუნება მოუწევთ…