Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსიმ იუვენტუსის სამედიცინო შტაბი გააკრიტიკა

აარონ რემსიმ, რომელიც კარიერის განმავლობაში ხშირი ტრავმიანობით იყო ცნობილი და გამონაკლისი არც იუვენტუსში გატარებული ბოლო 2 სეზონი გამოდგა, ბიანკონერის სამედიცინო შტაბი ‘გააკრიტიკა’.

„სამწუხაროდ ზოგჯერ გუნდები სწორხაზოვნად მოქმედებენ და ფეხბურთელს საჭირო დონის ყურადღებას არ უთმობენ.

„ნაკრებში მე თავს უფრო კარგად ვგრძნობ, აქ გუნდი მომყვება, იციან თუ რა მჭირდება მე და ჩემს სხეულს და ახლა თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ.

„უელსის სამედიცინო შტაბი შესანიშნავია. ისინი მზად არიან ყველაფერი დეტალურად განიხილონ და ფეხბურთელებს ინდივიდუალურად მიუდგნენ.“