Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რემსი:“სერია ა-ში თამაში უფრო რთულია“

აარონ რემსიმ არსენალი გასულ ზაფხულს დატოვა და ტურინის იუვენტუსს უფასოდ შეუერთდა.ბრიტანელი ფეხბურთელის თქმით,იტალიაში უფრო ფრთხილ,დაცვით ფეხბურთს თამაშობენ,ვიდრე ინგლისში.

29 წლის ფეხბურთელმა არსენალში და იუვენტუსში თამაშის განსხვავებებზე ისაუბრა.

„იტალიაში თამაში ბევრად განსხვავდება იმისგან,რასაც აქამდე ვაკეთებდი.ტაქტიკა სერია ა-ში სულ სხვა დონეზეა აყვანილი.თითქმის ყოველ დღე,იუვენტუსში ტაქტიკურ მონახაზებზე ვარჯიშობთ და ყველა გუნდისთვის ინდივიდუალურად ვემზადებით.

„პრემიერ ლიგაში ასე არ იყო,იქ ტაქტიკას უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა და უფრო მეტი თავისუფლება გაქვს.იტალიაში ბევრი გუნდი დაცვიდან თამაშობს,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც მათ წინააღმდეგ რომელიმე გრანდია.

„აქ უფრო მომთმენი უნდა იყო,ბურთი სწრაფად ამოძრაო და მოწინააღმდეგის შეცდომას დაელოდო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.