Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რემსის ინგლისური გრანდი ეპატიჟება

ცნობილი გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, ნიუკასლის და ევერტონის შემდეგ, პრემიერ ლიგაში იუვენტუსის ნახევარმცველს აარონ რემსის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

წყაროს ინფორმაციით, რემსის გუნდში ხილვა ლივერპულის თავკაცს იურგენ კლოპს სურს და მზად არის მას იდენტური ხელფასი შესთავაზოს, რასაც უელსელი ფეხბურთელი ტურინში იღებს.

რემსი უკვე საკმაოდ დიდ იხანია იუვენტუსის განაცხადშიც კი ვერ ხვდება და იტალიური წყაროების ინფორმაციით, ტურინელები მზად არიან რემსი გუნდიდან სრულიად უფასოდ გაუშვან, რაც მისთვის გადასახდელი ხელფასის 7 მილიონის დაზოგვის საშუალებას მისცემს, მერსისაიდელები კი 31 წლის ფეხბურთელს უფასოდ გაიფორმებენ.